მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

სააღდგომო პასკა კრაფინი

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
თბილ რძეში ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1 სუფრის კოვზი დროჟი, გავაჩეროთ 20 წუთი. გავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად, დავუმატოთ მარილი, თაფლი, ფორთოხლის წვენი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა.

გაცრილ ფქვილს დავუმატოთ დროჟიანი და კვერცხიანი მასა. მოვზილოთ ცომი და ბოლოს ჩავასხათ გამდნარი კარაქი და გადავზილოთ. ვზილოთ 15-20 წთ, სანამ ცომი ელასტიური არ გადება.

გავაკეთოთ გუნდა, ჩავდოთ ზეთმოსმულ ჯამში. როდესაც ამოვა გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომი თხლად. მოვუსვათ გამდნარი კარაქი მთელ სიბრტყეზე და მოვაყაროთ ქიშმიში და ციკატები.

გადავახვიოთ რულეტივით, გავჭრათ სიგრძეზე, ბოლომდე არა. დავუტოვოთ ბოლოში გაუჭრელი 5 სმ. ამოვაბრუნოთ გაჭრილი ნაპირები და დავახვიოთ წრიულად, მოვათავსოთ ფორმებში, დავაცადოთ ნახევარი საათი რომ ამოფუვდეს და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე სრულ მზაობამდე. გავსინჯოთ ხის ჩხირით მზადყოფნა. ამ პორციით გამოდის 2 ცალი საშუალო ზომის კრაფინი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები