სოსისი ცომში
ინგრედიენტები
ცომისთვის
მომზადების წესები:
თბილ რძეში ჩავყაროთ საფუარი და დავაცადოთ 30 წუთი რომ ამოფუვდეს. ჩავყაროთ ფქვილი, შაქარი, მარილი, ჩავასხათ ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი. რომ ამოვა ზეთით ჩავზილოთ.
მეორედ რომ ამოვა ცომი,(შეგვიძლია პირდაპირ ამ ცომითაც გავაკეთოთ სოსისის ხვეულები) გავაბრტყელოთ და წავუსვათ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, შემდეგ გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
გამოვიღოთ და ისევ გავაბრტყელოთ, შემდეგ გადავკეცოთ კონვერტისებურად და კვლავ მაცივარში შევდოთ. 30 წუთში გამოვიღოთ და კვლავ გავიმეოროთ ეს პროცედურა კიდევ ერთხელ. ნახევარ საათში შეგვიძლია გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ. დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შემოვახვიოთ სოსისს.
გავთქვიფოთ კვერცხი და ზემოდან გადავუსვათ. შევდოთ გახურებულ ღუმელის შუა თაროზე და ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე, 20-25 წუთი. რომ გამოცხვება, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, რომელიც ძალიან უხდება.