მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ნამცხვარი ზღაპარი

ინგრედიენტები









კრემისთვის

მომზადების წესები:
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, შემდეგ დავუმატოთ რძე, კარაქი და თაფლი.

პატრა ქვაბით ავადუღოთ წყალი და ეს მასა მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე ემალის ჯამით და მოვურიოთ. როდესაც თაფლი და კარაქი გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ სოდა, კაკაო, ვანილი და ბოლოს ფქვილი. მიღებული მასა თავიდან არის წებოვანი, მაგრამ არ დაუმატოთ ფქვილი. ჩავდოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი არის უფრო მკვრივი და არ ეკრობა ხელზე. ცომი გავყოთ 11 ნაწილად. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 3-4 წუთი. გაბრტყელებისას გამოიყენეთ ფქვილი. გაბრტყელებული ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით. (ფორმა 18 დმ/სმ ) შეგიძლიათ უფრო სქელი ფირფიტები გამოაცხოთ.

კრემის მომზადება - 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი გავხსნათ თბილ რძეში და ნელ-ნელა ჩავასხათ ადუღებულ დარჩენილ რძის მასაში, განუწყვეტლივ ვურიოთ დაბალ ცეცხლზე. ვადუღოთ 5 წთ. შევაგრილოთ, შევაზილოთ კარაქი, ვანილი და გამოვიყენოთ სურვილისამებრ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები