ფუნთუშები მოხარშული რძით და ქოქოსის ფანტელით
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
თბილ რძეში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და დროჟი, მოვურიოთ და გავაჩეროთ 20წთ.
გავცრათ ფქვილი, დავაყაროთ შაქარი, მწიკვი მარილი, ჩავახალოთ კვერცხი, დავასხათ გამდნარი შეგრილებული კარაქი და ამოსული რძე. მოვზილოთ ცომი და ვზილოთ 5-7 წუთი. დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოსვლას.
როდესაც ცომი კარგად ამოვა, გავაბრტყელოთ და მივცეთ ოთხკუთხედის ფორმა. წავუსვათ მოხარშული შესქელებული რძე და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
გადავახვიოთ ცომი რულეტისებურად და გავყოთ 9 ნაჭრად. დავალაგოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, (დაჭრილი მხარე ზემოთ ვუქციოთ) გადავაფაროთ ნაჭერი და გავაჩეროთ 25 წუთი.
შევსვათ გახურებულ ღუმელში, საშუალო ცეცხლზე და შუა თაროზე. ვაცხოთ 30წუთი, გამოვიღოთ და ბოლოს შეგრილებულს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
FACEBOOK კომენტარები