მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ლეღვის მურაბა

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
გარეცხილი ლეღვი ჩავყაროთ თასში, დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 20 წუთი.

ამასობაში მოვამზადოთ სიროფი - ქვაბში რაშიც უნდა მოვხარშოთ ლეღვი მოვათავსოთ წყალი და შაქარი, როდესაც შაქარი კარგად გაიხსნება და სიროფი ადუღდება ჩავყაროთ ლეღვი(რომელსაც წინასწარ დავჩხვლიტავთ ჩანგლით რამოდენიმე ადგილას).

ვადუღოთ 40 წუთი, დავტოვოთ მთელი ღამით და ხარშვა გავაგრძელოთ მეორე დღეს, ვხარშოთ მანამ სანამ სასურველი სისქის სიროფს არ მივიღებთ (დაახლოვებით 3-4 საათი). ბოლოს ჩავაწუროთ ნახევარი ლიმონი.

ჩავასხათ გარეცხილ, გამშრალ ქილებში და დავახუროთ მჭიდროდ სახურავი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები