სამოთხის ვაშლის მურაბა
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
ვაშლს გავაცალოთ წვერები, გავრეცხოთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. დავასხათ მდუღარე წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ.
250 მილილიტრ წყლისგან და 1 კილოგრამი შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი. ვაშლს გადავუწუროთ წყალი და მოვათავსოთ სიროფში. გავაჩეროთ ასე 2 საათი, რომ ვაშლმა წვენი გაუშვას. შემდეგ წამოვადუღოთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე.
შევაგრილოთ და ისევ წამოვადუღოთ 5 წუთით. ეს პროცედურა გავიმეოროთ მესამეჯერაც.
ბოლოს დავაყაროთ ვანილი და დავასხათ ლიმნის წვენი. ჩავასხათ მშრალ ქილებში.
FACEBOOK კომენტარები