მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

დესერტი ჟოლოთი და ორცხობილით

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის



კრემისთვის

ნაღების კრემისთვის

მომზადების წესები:
ჯერ გავამზადოთ მოხარშული ვანილის კრემი. გავთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი. ჩავასხათ რძე ქვაბში და დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი და სიმინდის სახამებელი. კარგად გავხსნათ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ და შევაგრილოთ. თბილ კრემს შევაზილოთ კარაქი და ვანილი.

ჩავყაროთ ჩოფერში ორცხობილა და დავაქუცმაცოთ. ძირი დავუფაროთ ჭიქებს.დავასხათ მოხარშული კრემი.კრემს კი მოვასხათ ჟოლოს მურაბა ან ცოცხალი ჟოლო, შემდეგ ისევ მოვაყაროთ დაქუცმაცებული ორცხობილა.

შემდეგ კი მოვამზადოთ ნაღების კრემი. ჩავასხათ ნაღები ჯამში და ამოვიყვანოთ. ვთქვიფოთ სანამ არ გასქელდება, შევურიოთ 1 სუფრის კოვზი შესქელებული რძე(სგუშონი) მეტიც შეგიძლიათ თუ უფრო ტკბილი გინდათ, დავუმატოთ ცოცხალი დაბლენდერებული ჟოლო ან ჟოლოს მურაბის წვენი. მიღებული ნაღების კრემი მოვასხათ მეორე ფენას, ბოლოს დავალაგოთ ჟოლო.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები