კეტჩუპი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
გავრეცხოთ ყველა ინგრედიენტი და გავასუფთავოთ, ბულგარულ წიწაკას და ვაშლს ამოვაჭრათ ზედმეტი ნაწილები და თესლები, შემდეგ დავჭრათ კუბიკებად.
მოვათავსოთ ქვაბში ფენა-ფენა და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ სანამ კარგად არ დარბილდება. როდესაც მოიხარშება დავაბლენდეროთ, შემდეგ გავხეხოთ ძალიან წმინდა საცერზე.
გახეხილი მასა მოვათავსოთ ალუმინის ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მარლაში გამოვკრათ 15 ცალი მიხაკი, 2 ჩ/კ დარიჩინი, პილპილის მარცვლები და ჩავკიდოთ ქვაბში(ძაფით დავამაგროთ ქვაბის ყურზე). ვადუღოთ 90-120 წუთი სანამ კარგად არ გასქელდება. შემდეგ დავუმატოთ 200 გრამი შაქარი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით.
თუ მასა თხელია შეგვიძლია დავუმატოთ სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი. ჩავასხათ ცხელ-ცხელი, წინასწარ გარეცხილ და გამშრალ ქილებში და გავუკეთოთ სტერილიზაცია 20-30 წთ.