მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

შოკოლადის კექსი

ინგრედიენტები










მინანქარი

მომზადების წესები:
გავცრათ თასში ფქვილი და კაკაო, დავაყაროთ გამაფხვიერებელი,სოდა და კარგად ავურიოთ.

ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავასხათ მაწონი და ზეთი, დავაყაროთ ცალკე არეული ფქვილი და კაკაო. დავამატოთ ვანილი და ამოვურიოთ კარგად.

ჩავასხათ ზეთწასმულ ფორმაში, შევსვათ შუა თაროზე უკვე გახურებულ ღუმელში, საშუალო ცეცხლზე. 40 წუთი ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე. შემდეგ დავუწიოთ და გავაჩეროთ კიდევ 20-30 წუთი რომ გამოშრეს კარგად.  

როცა გამოცხვება,გამოვიღოთ,შევაგრილოთ და გადმოვიღოთ ფორმიდან.

გავაკეთოთ მინანქარი შემდეგნაირად:
შოკოლადი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ რძე და ჩავაგდოთ კარაქი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ რომ არ დაიწვას. წამოვადუღოთ და მოვასხათ კექსს. ბოლოს მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი სურვილისამებრ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები