მანდარინის რახათ-ლუხუმი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
500 გრამი დაბლენდერებული მანდარინი რამდენჯერმე გავატაროთ საცერზე(რომ იყოს წმინდა), დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი შაქარი(ვისაც უფრო ტკბილი გიყვართ დაუმატეთ მეტი სიტკბო), 3 სუფრის კოვზი სახამებელი(მე სიმინდის გამოვიყენე).
კარგად გავხსნათ მასა და შემოვდგათ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ. როდესაც მასა შესქელდა, ისევ ვაგრძელებინებთ დაბალ ცეცხლზე დუღილს და კიდევ 30 წუთი განუწყვეტლივ ვურიოთ.
საბოლოოდ მასა არის სქელი და მალევე მყარდება, ამიტომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, გადავიტანოთ ფორმაში და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით. დავჭერათ კუბიკებად ან ჩვენთვის სასურველ ფორმებად და ამოვავლოთ შაქრის პუდრაში.
FACEBOOK კომენტარები