მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

დესერტი ფორთოხლით

ინგრედიენტები









ფორთოხლის სოუსისთვის

მომზადების წესები:
რძე, შაქარი(1 ჭიქას ცოტა რომ აკლდეს), ფქვილი, ვანილი, მარგარინი, სიმინდის სახამებელი ჩაყარეთ ქვაბში და გათქვიფეთ სანამ ფქვილი კარგად არ გაიხსნება, შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და თან ურიეთ გაუჩერებლად. როდესაც მიიღებთ კრემისებურ მასას, გადმოდგით და კრემი გაყავით შუაზე, ნახევარს დაუმატეთ 100 გრამი შოკოლადი და 2 სუფრის კოვზი კაკაო, მეორე ნახევარი კი დატოვეთ თეთრად.

ჩაასხით ჭიქაში ჯერ შოკოლადის მასა და დაელოდეთ ზედაპირის მოშრობას, შემდეგ დაასხით თეთრი მასა და მასაც დაელოდეთ ზედაპირი მოუშრეს.

ამასობაში მოამზადეთ ფორთოხლის სოუსი - ამისთვის აიღეთ ფორთოხლის წვენი, სიმინდის სახამებელი, შაქარი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, ურიეთ სანამ არ გასქელდება. მიღებული მასა კი მოათავსეთ თეთრად დატოვებულ ჭიქებში.


ნინი ბასილაია
ნინი ბასილაია
გემრიელია კერძი თუ მას გულით ამზადებ!
გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები