მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

შოკოლადის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ჩოფერში ჩავყაროთ ორცხობილა და დავაქუცმაცოთ. გავადნოთ კარაქი და დავასხათ ორცხობილას, დავატრიალოთ ჩოფერი კიდევ ერთხელ.

დაქუცმაცებული ორცხობილა ჩავპრესოთ 16 სმ-იან დიამეტრის ფორმაში(ფორმას გვერდები უნდა ეხსნებოდეს). შევდოთ მაცივარში და გავაჩეროთ 30 წუთი.  

დავადნოთ ორთქლზე შოკოლადი და დავასხათ არაჟანს. დავაყაროთ ცოტაოდენი ვანილი, დავასხათ თაფლი და კარგად მოვურიოთ.

ცხელ წყალში გავხსნათ ჟელატინი კარგად და დავასხათ არაჟნისა და შოკოლადის მასას.

მაცივრიდან გამოვიღოთ ფორმა და ჩავასხათ მიღებული მასა. გადავაფაროთ ფორმას ვაკუუმი და გავაჩეროთ მაცივარში მთელი ღამით. დილით გამოვიღოთ, მოვაცრათ კაკაო და მოვაყაროთ შოკოლადის ნამტვრევები.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები