მოცვისა და ჩიას ჩიზქეიქი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
16 სმ-იანი დიამეტრის ფორმისთვის - ჩოფერში ჩავყაროთ ორცხობილა და დავაქუვმაცოთ. გავადნოთ კარაქი და ჩავასხათ ჩოფერში. დავატრიალოთ კარაქთან ერთად.
ფორმა დაგვჭირდება ისეთი, გვერდები რომ ეხსნებოდეს. ჩავპრესოთ ფორმაში დაქუცმაცებული ორცხობილა და შევდოთ მაცივარში 30წუთით.
დავაბლენდეროთ მოცვი თაფლთან ერთად, ჩავამატოთ არაჟანი და ცოტაოდენი ვანილი.
ჟელატინი გავხსნათ კარგად ცხელ წყალში და დავასხათ მოცვისა და არაჟნის მასას. ჩავაყაროთ ჩია და კარგად ამოვურიოთ.
გამოვიღოთ მაცივრიდან ფორმა და ჩავასხათ სველი მასა. გადავაკრათ ზემოდან ვაკუუმი და გავაჩეროთ მაცივარში მთელი ღამით.
FACEBOOK კომენტარები