მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

გოგრის ნატურალური წვენი

მომზადების წესები:
თხელკანიანი ტკბილი გოგრა გავასუფთავოთ კანისა და კურკებისგან, დავჭრათ პატარა კუბიკებად, ჩავყაროთ ქვაბში და დავფაროთ წყლით. როცა ადუღდება დავახუროთ ქვაბს თავსაფარი საბოლოო მოხარშვამდე.

მოხარშული ნაყოფი თავისი ნახარში წყლის გარეშე დავაბლენდეროთ და ჩავასხათ იმავე ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი 2 ლიტრა(შეგიძლიათ ზამთარში ქილის გახსნის შემდეგაც დაამატოთ წყალი, მე ასე მირჩევნია)

როცა მასა ადუღდება ქაფი მოვხადოთ, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და შაქარი გემოვნებით(მე ცოტას ვუმატებ), ადუღების შემდეგ და ცხელივე ჩავასხათ დასტერილებულ ქილებში, შევფუთოთ გაგრილებამდე.


ნათია კაჭარავა
ნათია კაჭარავა
ავტორი
გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები