მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ფელამუში / თათარა

მომზადების წესები:
ახლად დაწურული ნებისმიერი სახეობის ყურძნის წვენი ჩავასხათ დიდ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის დროს მოყენებული ქაფი აუცილებლად მალე მოვხადოთ და ვადუღოთ, სანამ ტკბილი არ შეწითლდება და არ განახევრდება(სანამ არ მობადაგდება). ბადაგი გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხლზე და როცა შეთბება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ-ნელა ჩავყაროთ წმინდად გაცრილი პურის ან სიმინდის ფქვილი და თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ დამურკლდეს. როცა ფქვილს სულ ჩავყრით და კარგად გავხსნით, შევდგათ ისევ ცეცხლზე, ნელ-ნელა ვადუღოთ და თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ცოტა რომ შესქელსება, კიდევ კარგად დავზილოთ. როცა მის ზედაპირზე გაჩნდება თეთრი ბუშტუკები, ფელამუში მზად იქნება.

ასე მომზადებული ფელამუშით, ასევე შეიძლება გაკეთდეს ჩურჩხელა.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები