მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ორაგულის სტეიკი ღუმელში

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ორაგულის ნაჭრები ჩავალაგოთ ფართოძირიან თასში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, ცოტაოდენი უცხო სუნელი და ხმელი ქინძი ,დაფნის ფოთლები, დაჭრილი ხახვი.
მოვაწუწოთ ცოტაოდენი ძმარი ან ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი.

შევდოთ მაცივარში, რომ გემოები გაუჯდეს. 1 საათში გამოვიღოთ, წავუსვათ კარაქი და გადავახვიოთ ჯერ საცხობ ქაღალდში, შემდეგკი ფოლგაში.

შევსვათ გახურებულ ღუმელში შუა თაროზე, საშუალო ცეცხლზე. დაახლოებით 30 წუთში მზად იქნება. მეტი დრო არ სჭირდება, რადგან შეიძლება ძალიან გამოშრეს.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები