მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ქათმის ფილე ნიგვზით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ჩავაგდოთ კარაქი ქვაბში, ჩავყაროთ დაჭრილი ფილე და ვშუშოთ, შიგადაშიგ ამოვურიოთ. როცა დარბილდება, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

ხავხვი რომ შეწითლდება, დავასხათ წყალი, ისე რომ ხორცი დაიფაროს.

ძმარში გავხსნათ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დაჭყლეტილი ნიორი და ჩავასხათ ქვაბში, კარგად ამოვურიოთ.

გატარებულ ნიგოზში ავურიოთ ფქვილი და ჩავყაროთ ქვაბში, ვურიოთ. ბოლოს ჩავყაროთ პილპილი, მარილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და დაჭრილი ქინძი, ამოვურიოთ და მივირთვათ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები