ღუმელში შემწვარი კარტოფილი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
კარტოფილი გავთალოთ და ჩავჭრათ თხელ ნაჭრებად, ოღონდ არა ბოლომდე.
ტაფაში გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ ნიორი, ქონდარი, მარილი, პილპილი. წამოვადუღოთ, რომ ინგრედიენტებმა გემო გამოსცეს.
გავწუროთ და ცხიმი მოვასხათ კარტოფილს, ნაჭრებს შორისაც კარგად წავუსვათ(ცოტაოდენი ცხიმი მოვიტოვოთ). დავალაგოთ ცხიმწასმულ ტაფაზე კარტოფილები და გამოვაცხოთ ღუმელის შუა თაროზე, საშუალო ცეცხლზე. დაახლოებით 50 წუთი მაინც სჭირდება გამოსაცხობათ.
ზემოდანაც დავბრაწოთ და გამოვიღოთ, მოვასხათ მოტოვებული ცხიმი და მოვაყაროთ ორეგანო.
FACEBOOK კომენტარები