მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

უგემრიელესი ნამცხვარი მედოკი

რეცეპტი




კრემისთვის

მომზადების წესები
კარაქი, შაქარი, თაფლი, მარილი, ვანილი, გათქვეფილი კვერცხი შემოვდგათ ორთქლზე და ავურიოთ სანამ მასა არ დადნება და შეერევა ერთმანეთს. დავამატოთ სოდა. ვურიოთ და 15 წუთი გავაჩეროთ ორთქლის აბაზანაზე. გადმოვდგათ, შევურიოთ ფქვილი და გავყოთ 7-8 ნაწილად. გუნდები დავალაგოთ თეფშზე და შევდოთ მაცივარში 1 საათით, რომ ადვილად გაბრტყელდეს. გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ, ცხობას 5 წუთზე მეტი არ სჭირდება, მალე ცხვება. შევაგრილოთ და წავუსვათ კრემი.

რძეში ჩავყაროთ შაქარი, ფქვილი და შემოვდგათ ცეცხლზე. გამუდმებით ვურიოთ არ დაიმურკლოს, რომ გასქელდება გადმოვდგათ და თბილს შევათქვიფოთ კარაქი, ვანილი. გადავანაწილოთ ფენებზე. ერთი ფენა დავფხვნათ და მოვაყაროთ ზემოდან და გვერდებზე.

უგემრიელესი გამოდის და თან პირში დნება.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები