მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ბადაგის მომზადება და შენახვა

მომზადების წესები:
ახლად დაწურული ნებისმიერი ყურძნის ტკბილი წვენი ჩავსხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ სანამ არ განახევრდება. დუღილის დროს აუცილებლად მოვხადოთ ქაფი. როცა ყურძნის წვენი ოდნავ შესქელდება, გავაცივოთ, ჩავსხათ ბოთლებში და ისე შევინახოთ.

როცა მოგვესურვება თათარის ან ფელამუშის მოდუღება, ავიღოთ ბადაგის ერთი ნაწილი და ორი ნაწილი წყალი, შევათბოთ, ჩავყაროთ ფქვილი და ჩვეულებრივი წესით მოვადუღოთ თათარა.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები