მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ტორტი ტაფაზე გამომცხვარი ბისკვიტით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ სანამ არ გათეთრდება, შემდეგ დაამატეთ ზეთი და რძე თან ნელ-ნელა ურიეთ, ბოლოს კი ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი და კაკაო ეს ყველაფერი ერთად გაცერით და ნელ-ნელა დაამატეთ. კარგად რომ აურევთ ამ ყველაფერს, გაყავით ჭიქებით 5 ან 6 ნაწილად ისე რომ ყველგან თანაბრად იყოს.

აიღეთ პატარა ზომის ტაფა, წაუსვით ზეთი, დაასხით ჭიქებში გაყოფილი მასა სათითაოდ, დააფარეთ თავსახური ისე რომ ჰაერი არ შეეპაროს და რაც შეიძლება დაბალ ცეცხლზე შედგით, ის ნელნელა ამოფუვდება და ბუშტულებს გაიკეთებს, თავსაც მისით მოიშრობს გადატრიალება არ სჭირდება. ზედაპირი რო მოუშრება კბილის ჩხირით შეამოწმეთ და თუ მშრალი იქნება უკვე მზად არის. ასე ყველა ბისკვიტი ყოველი მასის დასხმამდე ზეთი წაუსვით ტაფას.

კრემი - შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი სასურველი კრემი. მე ვინაიდან არ ვარ საქართველოში, აქ მალაკოს ვერ ვშოულობ, მოვამზადე მოხარშული კრემი და გავაციე, ცალკე 1 პაკეტი დიანას ფხვნილი გავხსენი 1 ჭიქა რძეში, გავთვქიდე კარგად და ბოლოს ესენი ერთმანეთს შევათქვიფოთ.

ბისკვიტი კი ისეთი ფაფუკიაა რომ არ დამინამავს დასაჭრელადაც ისე სასიამოვნო იყო. ასევე მარტივიც არის ზემოდან თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გააფორმოთ


ნინი ბასილაია
ნინი ბასილაია
გემრიელია კერძი თუ მას გულით ამზადებ!
გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები