მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ნაპოლეონი ლავაშით

ინგრედიენტები



კრემისთვის

მომზადების წესები:
პირველ რიგში, ლავაში დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, ნაჭრების რაოდენობა თქვენ განსაზღვრეთ. (შეგიძლიათ მრგვალი ფორმის ლავაში იყიდოთ და დაჭრა აღარ მოგიწევთ). დავალაგოთ საცხობ ტაფაზე და გამოვაშროთ ღუმელში, ხრაშუნა რომ გახდეს.

მოვამზადოთ კრემი - გავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, დავასხათ რძე, მოვურიოთ და ჩავაყაროთ სიმინდის სახამებელი და ფქვილი. კარგად გავხსნათ, შევდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ. ადუღდება თუ არა გადმოვდგათ და ცხელსავე შევაზილოთ კარაქი და ვანილი.

თბილი წავუსვათ ფენებს. ორი ფენა მოვიტოვოთ და მოვაფხვნათ ნამცხვარს ზემოდან. შევდოთ მაცივარში 2-3 საათით რომ ჩარბილდეს. უგემრიელესი გამოდის, მარტივია, რაც მთავარია არის დიეტური(ფენები ზედმეტი ცხიმის გარეშეა).

ნაპოლეონის გაკეთების ამაზე უმარტივესი გზა არ არსებობს. მერწმუნეთ, თქვენი სტუმრები ნამდვილად ვერ გაარჩევენ ნამდვილი ნაპილეონისგან. 


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები