მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

სამზარეულოს წვრილი ტექნიკა - როგორ გავიმარტივოთ ყოველდღიურობა?

დღის ნებისმიერ მონაკვეთში, იქნება ეს საუზმე, სადილი თუ ვახშამი, სამზარეულოს წვრილი ტექნიკა შეუცვლელი დამხმარეა. თანამედროვე და პრაქტიკული დიზაინების საშუალებით შეგიძლიათ უფრო პროდუქტიულად გამოიყენოთ სამზარეულოში გატარებული დრო და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. კონტაქტ ჰოუმში ყავის აპარატიდან მიქსერებამდე, წვენსაწურებიდან ცომის მოსაზელ მოწყობილობებამდე, მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, რაც დაგეხმარებათ დაუვიწყარი გემოს მქონე კერძების და სასმელების მომზადებაში. სამზარეულოს კომბაინები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ერთ მოწყობილობაში აერთიანებენ, და ტექნიკა, რომელიც რთულ და შრომატევად პროცესებს ამარტივებს. ინოვაციური ტექნიკა საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოამზადოთ სხვადასხვა კერძი, მოამზადოთ არომატული ყავა ან გაწუროთ ხილის წვენი თქვენი შვილებისთვის.


ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სამზარეულოს წვრილი ტექნიკის ფუნქციები, დიზაინი და ფასები მუდმივად იცვლება. ადრე ისინი შეზღუდული ფუნქციონალობით გამოდიოდა, დღეს კი მრავალფეროვანი დიზაინითა და ფერებით სამზარეულოს დეკორის ნაწილიც კი გახდა. თითოეული მომხმარებლის გემოვნებისა და საჭიროების შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ფერისა და მოდელის ტექნიკა, რომელიც სივრცისა და დროის დაზოგვაში გეხმარებათ - ეს ყველაფერი კი წარმოდგენილია კონტაქტ ჰოუმის მაღაზიებში მრავალფეროვანი არჩევანის სახით, ასევე Kontakt.ge ვებ-გვერდზე, სადაც სამზარეულოს ტექნიკის ყიდვა შეგიძლიათ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად.


სამზარეულოს წვრილი ტექნიკის ხარისხი

სამზარეულოს ტექნიკის ხარისხი განისაზღვრება მისი ფუნქციებით, მასალებითა და ენერგომოხმარებით. მნიშვნელოვანია, რომ მისი კომპონენტები უჟანგავი ფოლადისგან იყოს დამზადებული, რათა ხანგრძლივად შეინარჩუნოს სისუფთავე და არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის რისკები. ისეთ ნაწილებს, რომლებიც იხსნება და იწმინდება, არ უნდა ჰქონდეს ცვეთის პრობლემა.

სამზარეულოს ტექნიკის ხარისხზე ასევე გავლენას ახდენს მისი ერგონომიული დიზაინი. ყოველდღიურ გამოყენებაში ის არ უნდა ქმნიდეს დისკომფორტს და უნდა იყოს მოსახერხებელი. 

პროდუქტის ზომაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ის უნდა იკავებდეს მინიმალურ სივრცეს, გამოყენებისა და შენახვისას. 

სამზარეულოს ზოგიერთი წვრილი ტექნიკა ერთ კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს, ზოგი კი მრავალფუნქციურობით გამოირჩევა, მაგალითად სამზარეულოს კომბაინები. ტექნიკის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი დიზაინი და ზომა, არამედ მისი პრაქტიკული ფუნქციებიც. სამზარეულოსთვის განკუთვნილი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს სწრაფად და მარტივად კერძების მომზადებას. ასევე,  უნდა ჰქონდეს ადვილად გასაწმენდი ნაწილები.


სამზარეულოს წვრილ ტექნიკა, რომელიც კომფორტის მოყვარულებს აუცილებლად უნდა გქონდეთ არის ... 


აეროგრილი

აეროგრილი არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ დაბალკალორიული კერძები, მინიმალური ზეთის გამოყენებით. ეს სამზარეულოს ტექნიკა იყენებს ცხელი ჰაერის ცირკულაციას, რაც უზრუნველყოფს საკვების თანაბრად მომზადებას. აეროგრილები იდეალურია კარტოფილის, ბოსტნეულის, ხორცის და თევზის მოსამზადებლად. ამ მოწყობილობით მომზადებული კერძები არის ჯანსაღი და ნაკლები ცხიმის შემცველობით. კონტაქტ ჰოუმის ასორტიმენტში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის აეროგრილები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა: Ninja, Electrolux, Midea, Franko, Hoffmann, Panasonic.


ყავის აპარატი

ყავის მოყვარულებისთვის ყავის აპარატი სამზარეულოს განუყოფელი ტექნიკაა. თანამედროვე ყავის აპარატები გვთავაზობენ მრავალფეროვან ფუნქციებს: ესპრესოს, კაპუჩინოს, ლატეს მომზადებას. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ავტომატური რძის მომზადების ფუნქციით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროცესს. Kontakt Home-ში შეგიძლიათ შეიძინოთ Delonghi, Philips და Krups ბრენდების ყავის აპარატები, რომლებიც გამოირჩევიან საიმედოობითა და მაღალი ხარისხით.


მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი არის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მოწყობილობა. ის გამოიყენება არა მხოლოდ საკვების გასათბობად, არამედ მის მოსამზადებლად და გასალღობად. თანამედროვე მიკროტალღური ღუმელები აღჭურვილია მრავალფეროვანი ფუნქციებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მრავალი სახის კერძი მოამზადოთ. კონტაქტ ჰოუმის ასორტიმენტი მოიცავს Samsung, Toshiba, Beko, Midea, AEG, Bosch-ის მიკროტალღურ ღუმელებს, რომლებიც საიმედოობით გამოირჩევიან.


ელექტრო ჩაიდანი

სწრაფი და მარტივი წყლის გაცხელებისთვის ელექტრო ჩაიდანი საუკეთესო არჩევანია. თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ტემპერატურის კონტროლის ფუნქციით, რაც იდეალურია სხვადასხვა სახის ჩაისთვის. Kenwood, Cuisinart, Daewoo, Engy, Tefal-ის ელექტრო ჩაიდნები გამოირჩევიან დიზაინით და ფუნქციებით.


ჩოფერი და ბლენდერი


ჩოფერი არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ხილის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტების დასაქუცმაცებლად. ხელის ბლენდერი კი იდეალურია წვნიანების, სოუსების და კოქტეილების მოსამზადებლად. ეს მოწყობილობები მნიშვნელოვნად ამარტივებს სამზარეულოში მუშაობის პროცესს. კონტაქტ ჰოუმში შეგიძლიათ შეიძინოთ: Braun, AENO, Gorenje, Kenwood, NutriBullet-ის ბლენდერები და Franko, Arzum, Cecotec, ETA-ს ჩოფერები.


წვენსაწური

წვენსაწური საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ახალი წვენები ხილისა და ბოსტნეულისგან. ეს ტექნიკა განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის. Kontakt Home-ის სამზარეულოს ტექნიკის ასორტიმენტში წარმოდგენილია Panasonic, Kenwood, Bosch ბრენდების წვენსაწურები, რომლებიც გარანტიას იძლევიან მაღალი ხარისხის და გემრიელი წვენების მომზადებაზე.


მიქსერი და ტოსტერი

მიქსერი აუცილებელია ცომის, კრემების და მრავალფეროვანი დესერტების მოსამზადებლად. ტოსტერი კი იდეალურია დილის საუზმისთვის - ეს სამზარეულოს ტექნიკა სწრაფად და თანაბრად ამზადებს ხრაშუნა ტოსტებს. Kontakt Home-ში შეგიძლიათ შეიძინოთ Braun, Franko, ETA, Electrolux მიქსერები და Bosch, ETA, Delonghi ტოსტერები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხით.


შიდა უპროცენტო განვადება სამზარეულოს წვრილ ტექნიკაზე

თუ სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკით განახლებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ რომ კონტაქტ ჰოუმი გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ID ბარათით ესტუმროთ კონტაქტ ჰოუმის ფილიალებს და ტექნიკის უკვე ფასდაკლებული ღირებულება, წინასწარი შენატანის გარეშე 18 თვემდე გადაანაწილოთ. 


სამზარეულოს ტექნიკა არამხოლოდ კომფორტს, არამედ ეფექტურობასაც მატებს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორად შერჩეული მოწყობილობები დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება სამზარეულოში გატარებული დროისგან. ახლა კი, როცა იცით, რომ უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ტექნიკა, დროა, გაამარტივოთ თქვენი კულინარიული ყოველდღიურობა!


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები