მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

იმერული ხაჭაპური რძის ცომით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი. დავამატოთ კვერცხი, არაჟანი, შაქარი, მარილი, გამდნარი კარაქი. კარგად შევურიოთ ერთმანეთს და დავაცრათ ფქვილი. მოვზილოთ ჩვილი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას. რომ ამოვა ჩავზილოთ ზეთით. მეორედ რომ ამოვა, გავაკეთოთ გუნდა და ჩავუდოთ იმერული ყველისა და სულგუნის გულსართი.

გავაბრტყელოთ, გადავიტანოთ საცხობ სინზე და გავაჩეროთ 20 წუთი. ზემოდან წავუსვათ ერთი კვერცხის გულისა და 1 სუფრის კოვზი არაჟნის მასა. შევსვათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. ბოლოს ზემოდან გადავუსვათ კარაქი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები