ფუნთუშები ქადის გულით
ინგრედიენტები
ცომისთვის
ქადის გულისთვის
მოსაყრელად
მომზადების წესები:
ცომის მომზადება:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი.დავამატოთ კვერცხი,შაქარი,გამდნარი კარაქი.კარგად შევურიოთ ერთმანეთს და დავაცრათ ფქვილი.მოვზილოთ ჩვილი ცომი.დავდგათ თბილ ადგილას.რომ ამოვა ჩავზილოთ ზეთით.მეორედ რომ ამოვა,გავაკეთოთ 9 გუნდა.გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმაზე.სიგრძეზე დავადოთ ქადის გული და გადავახვიოთ,დავახვიოთ ლოკოკინის ფორმაზე. გადავიტანოთ საცხობ სინზე და გავაჩეროთ 20წუთი. ზემოდან წავუსვათ ერთი რძისა და 1სუფრის კოვზი არაჟნის მასა. შევსვათ წინასწარ გახურებულ ღუმელში,ვაცხოთ 200გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.ბოლოს ზემოდან მოვაცრათ შაქრის პუდრისა და ყავის ნარევი!ბამბის ნაყინივით ჰაეროვანი გამოდის.გემრიელად მიირთვით!
ქადის გული:
ტაფაში გავადნოთ კარაქი მოვუკიდოთ ფქვილი.დავამატოთ შაქარი და ვანილი.რბილი მასა გავაკეთოთ. როცა შევურევთ ყველაფერს გადმოვიღოთ ცეცხლიდან.