მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

თბილისი ბაქო შესანიშნავი მიმართულებაა იმისათვის, რომ გაიცნოთ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული სამზარეულო!

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ საკვები ბევრს მეტყველებს კულტურაზე, ამიტომ თუ გსურთ კარგად გაიცნოთ ჩვენს მეზობლად მდებარე უმშვენიერესი ქვეყანა, გაემგზავრე თბილისი ბაქო -ს მიმართულებით და დააგემოვნე რაც შეიძლება მეტი კერძი.


საუკეთესო აზერბაიჯანული კერძები, მეტყველებს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარსულზე და ბაქოს გარეთ არსებულ ნაყოფიერ კლიმატურ ზონებზე.


აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე, საუკუნეების განმავლობაში, აზერბაიჯანულმა კერძებმა და კულინარიულმა წარსულმა კერძების მთელი რიგი წარმოშვა, რომელიც მოიცავს ინდურ, ჩინურ, თურქულ, ირანულ, ახლო აღმოსავლეთის და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს საოცარ ნაზავს. 


ჯერძები, რომლებიც ბაქოში ვიზიტისას უნდა დააგემოვნოთ:


1. კუტაბი - Qutab


კუტაბი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია აზერბაიჯანში. მას ამზადებენ ქაღალდივით თხელი ცომით, ავსებენ სხვადასხვა ინგრედიენტებით, კეცავენ და აცხობენ საჯიზე - ტრადიციულ აზერბაიჯანულ ტაფაზე.


სამი ყველაზე გავრცელებული შიგთავსი ხორცი, მწვანე ბოსტნეულის ნაზავი და გოგრაა. კუტაბის მირთმევამდე მას ჩვეულებრივ ჭრიან პატარა სამკუთხედებად და აფორმებენ სუმაკით, ოხრახუშით, ბროწეულის მარცვლებით ან დაჭრილი ნიგოზით.


2. დოლმა - Dolma


დოლმა აზერბაიჯანული სამზარეულოს მთავარი ელემენტია. ის ტიპიურ ლიბანურ ვაზის ფურცლებს ჰგავს, თუმცა აზერბაიჯანში მათი დამზადება შესაძლებელია კომბოსტოთი ან ბოსტნეულის შიგთავსით, როგორიცაა პომიდორი, ბადრიჯანი ან წიწაკა, ამიტომ დოლმა ძირითადად ბოსტნეულით შემდგარი კერძია.


როცა დოლმა ხორცით ივსება, მას მიირთმევენ, როგორ თბილ კერძეს. ხოლო, როცა ბრინჯით - ცივ კერძს. 


3. სოიუტმა - Soyutma


აზერბაიჯანულ ეროვნულ კერძს სოიუტმას უწოდებენ, რაც ნელა მოხარშულ ხორცს ნიშნავს. არსებობს კერძის ორი ვარიანტი - ერთი ცხვრის ხორცით მზადდება, მეორე კი ქათმის ხორცით. ხორცს ადუღებენ წყალში დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება მიირთვათ როგორც ძირითად კერძად, ასევე დამატებითად.


კერძის ტრადიციულ გარნირებში შედის დაჭრილი პომიდორი და უმი ხახვის რგოლები, ხოლო სუფრასთან მიტანის წინ ხორცს, როგორც წესი, არაჟანს უსვამენ.


4. ქაბაბი - kebab


არსებობს ორი სახის ქაბაბი, ლიულიას ქაბაბი და ბალიქი ქაბაბი. ლიულია ქაბაბის უნიკალური  სახეობაა, რომელიც პოპულარულია მთელ კავკასიის რეგიონში. ის, როგორც წესი, შედგება ცხვრის ხორცისგან, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. მოსამზადებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა სახის ხორციც, როგორიცაა თევზი და ფრინველი. რაც ამ ქაბაბის სახეობას ასე უნიკალურს ხდის, არის ხორცის ხანგრძლივად ზელვის პროცესი, რათა გახდეს უფრო მკვრივი და არ დაიშალოს. 


ბალიქი ქაბაბი კი არის პოპულარული აზერბაიჯანული ქაბაბი, რომელიც შედგება ნებისმიერი მყარი თევზისგან, რომელიც დამარიანდებულია და შამფურზეა შემწვარი. თევზი იყოფა ნაჭრებად, რომლებიც შემდეგ ჩვეულებრივ მარინადდება დაჭრილი კამით, ლიმონის წვენით და მარილით. ამ ტიპის ქაბაბს ხშირად მიირთმევენ დაჭრილ ხახვთან და პომიდორთან ერთად. ასევე, მასთან ერთად, კარგია ლიმონის ნაჭრებიც. 


5. დოვგა - Dovga


დოვგა არის წვნიანი, რომელიც მზადდება იოგურტის მომზადების გზით, სხვადასხვა ცოცხალი მწვანილით, როგორიცაა კამა, პიტნა და ქინძი. ეს არის აზერბაიჯანული ეროვნული კერძი, რომლის მირთმევაც შეიძლება ზაფხულშიც და ზამთარშიც. ზაფხულში - ცივი სახით, ხოლო ზამთარში - ცივი სახით.


თუ მას ზაფხულში მიირთმევენ, ხშირად ათავსებენ ტრადიციულ, ღრმა თასებში, სახელწოდებით კასაში, რომლებიც მოთავსებულია მთავარი კერძისთვის განკუთვნილი თეფშების გვერდით. ჩვეულებრივი სუპებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანული სუპები უფრო კონცენტრირებული და მკვრივია კონსისტენციის მიხედვით.



თუ ხართ გურმანი და გიზიდავთ ახალი და გამორჩეული კერძების დაგემოვნება, აუცილელად უნდა ეწვიოთ აზერბაიჯანის დედაქალაქს და ადგილზე გასინჯოთ ის გამორჩეული კერძები, რომელსაც ადგილობრივი რესტორნები და კაფეები ყველა წესისა და ტრადიციის დაცვით გვთავაზობენ. 


რაც შეეხება ბაქოში ვიზიტს, avia-biletebi iafad რომ შეიძინოთ, ამისათვის გამოგადგებათ შემდები რჩევები, რათა მოგზაურობა მეტად სასიამოვნო გახადოთ:


  •  ავიაბილეთები შეიძინეთ 45-60 დღით ადრე.

  •  ერთდროულად შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები.

  •  ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით.

  •  თან წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.

  •  სამოგზაუროდ შეარჩიეთ არასეზონური პერიოდი.

  •  ავიაბილეთების მოსაძებნად ისარგებლეთ საძიებო სისტემით.


არსებობს უამრავი უცხოური თუ ქართული საძიებო სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ავიაბილეთების მოძიების პროცესი.


სწორედ ასეთია aviabiletebi.online -ის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთ სივრცეში თავი მოუყაროთ ყველა ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს შემოთავაზებას და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი რეისები, თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები