მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

როგორ მოვხვდეთ მექსიკაში და რომელი კერძები უნდა დავაგემოვნოთ აუცილებლად?!

მექსიკა დიდი ხანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი მიმართულებაა, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს მზის მაძიებლებს და საჭმლის მოყვარულებს. ამ სტატიასი გაიგებთ არა მხოლოდ იმას, თუ რა კერძები უნდა დავაგემოვნოთ ქვეყანაში ყოფნისას, არამედ როგორ მოვხვდეთ მექსიკაში ყველაზე მარტივად.


მას შემდეგ, რაც ცოტა დროს გაატარებთ ქუჩაში, ბაზარში ან ადგილობრივ რესტორანში, თქვენ შეისუნთქავთ ათობით მექსიკური კერძის მომხიბვლელ სურნელსა და არომატს. ახალი, ცოცხალი ინგრედიენტებით დამზადებული სურნელოვანი ქუჩის საკვებიდან დაწყებული, კლასიკური უგემრიელესი კერძებით დამთავრებული, მექსიკაში მოგზაურობისას აუცილებლად მოგინდებათ ისარგებლოთ ამ კულინარიული შედევრებით.


თუ იღბლიანი ხართ და გაგემგზავრებით ამ საოცრად მრავალფეროვან ქვეყანაში, დარწმუნდით, რომ აირჩევთ საუკეთესო გემოებს, რომელსაც მექსიკა გთავაზობთ, რათა დაუვიწყარი გახადოთ თქვენი მოგზაურობა.  


1. ტაკოს ალ პასტორი



ეს ისტორიული კერძი ტაკოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომლის წარმოშობა 1920-30-იანი წლებით თარიღდება და ლიბანელი და სირიელი ემიგრანტების მექსიკაში ჩასვლას უკავშირდება. 


tacos al pastor-ის შესაქმნელად (რაც ნიშნავს - „მწყემსის სტილში“), თხლად დაჭრილი ღორის ხორცს წვავენ შამფურზე, შემდეგ ათავსებენ სიმინდის ტორტილაზე და მიირთმევენ ხახვთან, ქინძის ფოთლებთან და ანანასთან ერთად.


2. ტოსტადასი


მოძველებული ტორტილები არასოდეს იკარგება, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელია ტოსტადას დასამზადებლად, რომელიც არსებითად შემწვარი ტორტილაა. Tostadas სიტყვასიტყვით ნიშნავს შემწვარს და ის არის მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძი, რომელშიც შედის სიმინდის ტორტილები, შემწვარი მდუღარე ზეთში, სანამ არ გახდება ხრაშუნა და ოქროსფერი. შემდეგ მათ მიირთმევენ ცალკე ან ნებისმიერი რაოდენობის გარნირით. პოპულარულ ტოპინგებს მიეკუთვნება ფრიჯოლები (შემცხვარი ლობიო), ყველი, მოხარშული ხორცი, ზღვის პროდუქტები და ცევიჩე.


3. ჩილაკილები



საუზმე მექსიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩვეულებრივ ყველაზე დიდი კვება დღის განმავლობაში. ეს პოპულარული ტრადიციული კერძი შეიცავს ოთხად დაჭრილ მსუბუქად შემწვარ სიმინდის ტორტილას და ზემოდან მწვანე ან წითელ სალსას (წითელი ოდნავ ცხარეა). მას ჩვეულებრივ ემატება ათქვეფილი ან შემწვარი კვერცხი და ქათამი, ასევე ყველი და ნაღები. ამ კერძს ხშირად მიირთმევენ ფრიჯოლის (შემცხვარი ლობიოს) ჯანსაღ დოზასთან ერთად.


4. ჩილე და ნოგადა



ჩილეს ენ ნოგადა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტული კერძია, ის მექსიკის დროშის სამი ფერით გამოირჩევა. ინგრედიენტები აერთიანებს მექსიკის დროშის ფერებს და მოიცავს ხილის, სანელებლებისა და დაჭრილი ხორცის საოცარ ნაზავს. Poblano წიწაკა, რომელიც სავსეა პიკადილოთი (დაჭრილი ხორცის, ხილისა და სანელებლების ნაზავი) წარმოადგენს დროშის მწვანე ფერს, ნიგვზის კრემის სოუსი თეთრ ფერს, ხოლო ბროწეულის მარცვლები კი წითელს. თუმცა, ეს კერძი არ გამოირჩევა მხოლოდ პატრიოტული თვალსაზრისით, ის ასევე გემოვნური თვისებებითაც საოცარია.


5. პოზოლე 



ეს არის მდიდარი, ცხარე და ძალიან პოპულარული წვნიანი, რომელიც მზადდება ჰომინის სიმინდისგან. მას ყველაზე ხშირად ღამით ამზადებენ მწვანილისა და სანელებლების მრავალფეროვნებით, ქათმით, ღორის ხორცით ან ბოსტნეულით. როცა მზადაა მისართმევად, მას თან ახლავს ხახვი, ბოლოკი, ლაიმი, სალათის ფოთოლი და წიწაკა. 


მექსიკური ტრადიციული კერძების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება. თუ ხართ გურმანი და ასევე გიყვართ მოგზაურობა, აუცილებლად გაემგზავრეთ მექსიკაში.


აქ მექსიკური სამზარეულოს დაგემოვნების გარდა, რომელიც მსოფლიოს სამზარეულობეს შორის ნამდვილად აღიარებულია, ცალკე თავგადასავალი იქნება თქვენთვის.

რაც შეეხება ფრენებს მექსიკის მიმართულებით, რეისები საქართველოს სამივე აეროპორტიდან სრულდება. მაგალითად მეხიკოს მიმართულებით, რომელიც ქვეყნის დედაქალაქი, მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია და გამოირჩევა კულტურული და ტურისტული დანიშნულებით, მდიდარია ისტორიით, რომლის შესახებაც ქალაქის მრავალრიცხოვან მუზეუმებში შეიტყობთ, ასევე გაეცნობით ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას, რაც კიდევ უფრო შეგაყვარებთ ამ ქვეყანას. 


რაც შეეხება ავიაბილეთებს, ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს, გირჩევთ გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც გაგიმარტივებთ მექსიკაში მოხვედრას:


  •  თუ გსურთ იმოგზაუროთ ბიუჯეტურად, შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5 - 2 თვით ადრე.

  •  აირჩიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის მეშვეობითაც  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, შედარებით იაფად იმოგზაურებთ.

  •  უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე, რომ თქვენი ავიაბილეთების ფასი არ გაიზარდოს.

  •  შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები ერთდროულად, ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საუკეთესო შემოთავაზებას როგორც ავიაკომპანიებისგან, ასევე სააგენტოებისგან.

  •  ისარგებლეთ ტრანზიტული რეისებით.  შესაძლოა, მხოლოდ ერთი გადაჯდომით, გაცილებით იაფი ავიაბილეთების შეძენა შეძლოთ.


ასევე, უმჯობესია თუ გამოიყენოთ საძიებო სისტემას, რომელიც ყველა ავიაკომპანიის რეისსა და შემოთავაზებას ერთ სივრცეში მოუყრის თავს და დაგიზოგავთ დროს და გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთებას. 

სწორედ ასეთია ავია.ჯი -ს საძიებო სისტემა, რომელიც ავიაბილეთების შერჩევის პროცესს საკმაოდ კომფორტულს ხდის. ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ ფილტრაცია ფასების, თარიღების, ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მიხედვით. ყველფერი ეს კი გაგიმარტივებთ მოიძიოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად და გაემგზავროთ საოცნებო მოგზაურობაში.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები