ხორციანი სოუზი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
დავჭრათ ხორცი, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ჩავაგდოთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი და დავდგათ ცეცხლზე. ადუღებისას ქაფი მოვხადოთ.
რომ მოიხარშება ჩავაყაროთ დაჭრილი ხახვი და კარტოფილი. ასევე კანგაცლილი პომიდორი გავხეხოთ და ჩავასხათ ქვაბში. ჩავაჭყლიტოთ ნიორი, დავამატოთ იმდენი წყალი, რომ ინგრედიენტები სრულად დაიფაროს.
კარტოფილი რომ მოიხარშება, ჩავაჭრათ მწვანილები, წიწაკა, ჩავაყაროთ მარილი, პილპილი. წამოვადუღოთ და გამოვრთოთ.
FACEBOOK კომენტარები