ღუმელში შემწვარი კალმახი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
კალმახი გავასუფთავოთ და მუცელი დავუსეროთ. მოვაყაროთ დაჭრილი ლიმონი და ხახვი, პილპილი, მარილი, დაფნის ფოთოლი, ქინძის მარცვლები.
შევდოთ მაცივარში და გავაჩეროთ 30 წუთი. გამოვიღოთ და დავალაგოთ კარაქწასმულ საცხობ ტაფაზე, ზემოდანაც გადავუსვათ კარაქი, შევდოთ გახურებულ ღუმელის შუა თაროზე და 200 გრადუსზე ვაცხოთ 20 წუთი.
FACEBOOK კომენტარები