იაპონური ფანქეიქი
ინგრედიენტები
ფანქეიქისთვის
ხაჭოს ბურთულებისთვის
მომზადების წესები:
მომზადების წესები:
ორი კვერცხის ცილისგან გავაკეთოთ ბეზე, როდესაც კარგად ამოვიყვანთ ნელ-ნელა დავუმატოთ 25 გრამი შაქარი, შემდეგ ხის კოვზის მეშვეობით სათითაოდ კვერცხის გულები და ფრთხილად მოვურიოთ. თანდათანობით დავუმატოთ რძე, ბოლოს ჩავაცრათ 40 გრამი ფქვილი და 3 გრამი გამაფხვიერებელი.
გავაცხელოთ ტაფა, მოვუსვათ ცხიმი და კოვზის(უკეთესია ნაყინის კოვზით) მეშვეობით დავსვათ ტაფაზე ფრთხილად 3 ფანქეიქი, ზემოდან კვლავ დავადოთ ცომის დარჩენილი ნაწილები, გავანაწილოთ თანაბრად. ამის შემდეგ ცომებს შორის დავაწვეთოთ წყალი, დავახუროთ სახურავი და ვაცხოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ ამოვბარუნოთ, დავაწვეთოთ ისევ ცოტა წყალი, დავახუროთ სახურავი და ვაცხოთ 5 წუთი.
მომზადებული ფანქეიქები შეგვიძლია მიივირთვათ არაჟნით, ნუთელით ან თქვენი გემოვნების მიხედვით. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭოს ბურთულები.
ხაჭოს ბურთულები კი ასე მზადდება:
შევურიოთ არსებული ინგრედიენტები ერთმანეთს და მივცეთ ბურთულების ფორმა, შემდეგ ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში და გამოვიყენოთ გასაფორმებლად.