მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ნამცხვარი შუ

რეცეპტი






კრემისთვის

მომზადების წესები:
მომზადების წესები
ავიღოთ ქვაბი, ჩავასხათ 200 მლ წყალი და 100 გრამი მარგარინი. როდესაც მარგარინი გადნება და დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ 100 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი. კარგად რომ გავხსნით ფქვილს, შემოვდგათ გაზქურაზე და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.

შემდეგ ოდნავ შევაგრილოთ ცომი და დავუმატოთ 3-4 ცალი კვერცხი(ზომის მიხედვით) სათითაოდ, ცომი ძალიან არ უნდა გაგვითხელდეს.

ცომს მივცეთ ფორმა ან უბრალოდ კოვზით დასვათ ბურთების სახით საცხობ ფირფიტაზე და შევდოთ გაზქურაში გამოსაცხობად, როდესაც შუები დაიბერება დავუწიოთ ტემპერატურას და ვაცხოთ 20-25 წუთი. შემდეგ შევუნთოთ ზედა წვას და 5-7 წუთი დავბრაწოთ.
გავთიშოთ გაზქურა, შევაღოთ გაზქურის კარი ოდნავ და სანამ არ გაგრილდება არ გამოვიღოთ.

კრემის მომზადება
ავურიოთ ყველა მოცემული იგრედიენტი ერთად, გავწუროთ საწურზე და დავდგათ ცეცხლზე. გამუდმებით ვურიოთ ძირზე რომ არ მიიკრას. როცა ადუღდება ვშუშოთ 5 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ.

გავაგრილოთ და დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 250 გრამი მარგარინი და ვანილი.

ბოლოს გავჭრათ შუები შუაზე, ჩაუვუდოთ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები