ქვაბების ნაკრები, რომელიც კერძების მომზადებას შეგაყვარებთ
ხარისხიანი ქვაბები ამარტივებს კერძის მომზადებას, ზოგავს დროს და გვეხმარება ყოველდღიური კულინარიული პროცესის უფრო სასიამოვნო აქტივობად გადაქცევაში.
ქვაბები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გემრიელი კერძების მომზადებასა და იდეალური კონსისტენციის მიღებაში, უნდა შეირჩეს ხარისხიანი მასალისგან და ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს. სამზარეულოს ჭურჭელს, რომელიც გემრიელ და სასიამოვნო კულინარიულ გამოცდილებას გვთავაზობს განსხვავებული მახასიათებლები, ზომები და მასალები აქვს. კონტაქტ ჰოუმის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ბრენდის (Vinzer, Schafer, Arshia, Pensofal, Rondell, Pensof, Roldell, Eta, Ninja) ქვაბების ნაკრები არა მხოლოდ აკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნილებას, არამედ მოვლის სწორი მეთოდების გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს სიკაშკაშესაც.
გაითვალისწინეთ რომ ქვაბის თითოეულ ტიპს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს და იდეალურია კონკრეტული კერძის მოსამზადებლად. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ქვაბების ნაკრები, რა სახეობები არსებობს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შერჩევისას.
ყველაზე გავრცელებული ქვაბების სახეობები
უჟანგავი ფოლადის ქვაბი (Stainless steel pots) - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვაბის ტიპია სამზარეულოში. ის თანაბრად ანაწილებს ტემპერატურას, რაც უზრუნველყოფს კერძის იდეალური კონსისტენციით და გემრიელად მომზადებას.
თუჯის ქვაბი (Cast iron pots) - ქვაბების ნაბორი, რომელიც გამორჩეულია გამძლეობით და სითბოს შენარჩუნების უნარით. თუჯი ხშირად გამოიყენება სამზარეულოს ჭურჭლის სხვადასხვა სახეობაში. თუჯის პროდუქტები უფრო მძიმეა. თუჯის ქვაბები იდეალურია ნელ ცეცხლზე მოსამზადებელი კერძებისთვის და გამოიყენება ღუმელშიც კი.
გრანიტის ქვაბი (Granite pots) - გრანიტის ქვაბების ნაკრები დამზადებულია ალუმინის ან ფოლადის კორპუსზე დატანილი გრანიტის საფარით, რაც ხელს უწყობს იმას რომ საკვები ძირზე არ მიეკროს და მზადების პროცესი უფრო მარტივი იყოს. გრანიტის ქვაბები ადვილად არ იკაწრება. სწორედ ამ მიზეზით, ისინი იმ მოდელებს შორის არიან, რომლებიც ჯანსაღ გამოყენებას გვთავაზობენ. ძალიან მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობის გამო, მათი გამოყენების არეალი ფართოა. გრანიტის პროდუქტები ასევე ადვილად იწმინდება.
ემალის ქვაბი (Enamel pots) - ემალის ქვაბების ნაკრები საკმაოდ ესთეტიკური და გამოყენებადია, ამიტომაც კლასიკური არჩევანია ბევრი ოჯახისთვის. ემალის დაფარვა უზრუნველყოფს მარტივ მოვლას. ასეთი ქვაბები იდეალურია როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ისე სპეციალური რეცეპტების მომზადებისთვის.
რა უნდა გაითვალისწინოთ ქვაბის შეძენისას?
თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების რაოდენობა - პატარა ან საშუალო ზომის ქვაბების ნაბორი მცირე ოჯახებისთვის შესაფერისია. ხოლო მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო დიდი, მაგალითად 30 სმ დიამეტრის ქვაბები.
ქურასთან თავსებადობა და ღუმელში გამოყენების შესაძლებლობა - უნდა შეამოწმოთ, შეესაბამება თუ არა ქვაბი გაზის, ელექტრო ან ინდუქციურ ქურას. მაგალითად ინდუქციური ზედაპირისთვის საჭიროა მაგნიტური ძირი.
მასალა - სხვადასხვა მასალა განსხვავებულად ატარებს სითბოს და აკმაყოფილებს სხვადასხვა საჭიროებას, ამიტომ უმჯობესია ქვაბების ნაკრები შეარჩიოთ თქვენი მომზადების სტილის გათვალისწინებით.
ცალკეული ქვაბი თუ ნაკრები? - თუ მხოლოდ ერთი ტიპის ქვაბი გაკლიათ, მაშინ ცალკე შეძენა სჯობს. თუ სამზარეულოს თავიდან აწყობთ ან უბრალოდ განახლებას გეგმავთ, ქვაბების და ტაფების ნაკრები იდეალური არჩევანი იქნება, რადგან ასეთ კომპლექტებში შედის როგორც ქვაბები, ისე შესაბამისი თხელი და ღრმა ტაფები, რაც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ნებისმიერი სახის კერძი. ქვაბების ნაკრების კომპლექტაცია შეიძლება იყოს 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 10 ნაჭრიანი.
მოვლის წესები - თუ გინდათ რომ ქვაბი დიდი ხნის მანძილზე გემსახუროთ და თავდაპირველი იერსახე შეინარჩუნოს, მაშინ, აუცილებლად შესაბამისად უნდა მოუაროთ.
ფორმა - მაღალი, ღრმა ქვაბი უკეთესია სუპებისა და წვნიანი კერძებისთვის. მინი ღრმა ქვაბები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია მარტივად მოსამზადებელი ნარევებისთვის, მაგალითად, სოუსებისთვის, ასევე ხსნაა იმ კერძებისთვის, რომელთა გაცხელებაც მცირე რაოდენობით გვინდა ხოლმე.
თავსახურები და სახელურები - ცეცხლგამძლე სახელური და გამჭვირვალე თავსახური დიდად ამარტივებს კულინარიულ პროცესებს.
ენერგოეფექტურობა - ქვაბის ძირი უნდა ათბობდეს თანაბრად და კარგად ატარებდეს სითბოს, ეს დააჩქარებს მომზადების პროცესს და ენერგიასაც დაგიზოგავთ.
გერმანული ქვაბების ნაკრები - ყურადღება დაუთმეთ გერმანული ქვაბების ნაკრებს. გერმანული ტექნოლოგიებით და სტანდარტებით დამზადებული ქვაბები გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, შესაბამისად ხანგრძლივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
ქვაბების ფასები
ფასები განსხვავდება მასალის, ზომის, საფარის, ბრენდისა და წარმოების ხარისხის მიხედვით.
უჟანგავი ფოლადის ქვაბები, გამძლეობის გამო, საშუალო ან მაღალი ფასის სეგმენტშია, ხოლო მაგალითად ალუმინის ქვაბები შედარებით ბიუჯეტურია.
კონტაქტ ჰოუმი გთავაზობთ სხვადასხვა სტილის ქვაბების ნაკრებს, რომელიც ყველა გემოვნებას და ბიუჯეტს მოერგება. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ:
- ქვაბების ნაკრები ფასდაკლებით - განსაკუთრებული შეთავაზებები მიმდინარე აქციების ფარგლებში შეათვალიერეთ კონტაქტ ჰოუმის ფიზიკურ მაღაზიებში ან ონლაინ Kontakt.ge-ზე
- ქვაბები განვადებით - კონტაქტ ჰოუმში შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლებთ, ფასს მხოლოდ პირადობის მოწმობით, 18 თვემდე გაანაწილებთ.
ხარისხიანი ქვაბების კომპლექტი არა მხოლოდ კერძების მომზადების პროცესს გახდის უფრო სასიამოვნოს, არამედ უზრუნველყოფს ჯანსაღ და გემრიელ სუფრას, თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.