მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ყაურმა

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
დავჭრათ გულ-ღვიძლი და ჩავყაროთ ქვაბში. ჩავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ჩავაყოლოთ დაფნის ფოთლები და შემოვდგათ ცეცხლზე. რომ ადუღდება, ქაფი მოვხადოთ და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე.

40 წუთის შემდეგ ჩავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ვადუღოთ 10 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა, პილპილი, ჩავასხათ თეთრი ღვინო და კანგაცლილი გახეხილი პომიდორი. იდუღოს 5 წუთი და ბოლოს ჩავაყაროთ დაჭრილი ქინძი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები