მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

მწვანე ლობიო ნიგვზით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
გავატაროთ მოხარშული მწვანე ლობიო და ნიგოზი.

დავჭრათ წვრილად ხახვი და ქინძი, დავჭყლიტოთ ნიორი და დავაყაროთ ლობიოსა და ნიგოზს. მოვაყაროთ უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა, პილპილი, მარილი, დავასხათ ძმარი და კარგად ამოვურიოთ.

შევდოთ მაცივარში და გემოები რომ გაუჯდება, და შემდეგ მივირთვათ.

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ქინძით, ხახვითა და ბროწეულით. (მე ბროწეული არ მქონდა და დაჭრილი ბულგარული წიწაკით გავალამაზე)


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები