მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ეკლერი

ინგრედიენტები

ცომისთვის







კრემისთვის







მინანქარისთვის

მომზადების წესები:
ავადუღოთ პატარა ქვაბით წყალი, რძე და კარაქი. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ ფქვილი, მოვურიოთ კარგად და ისევ ცეცხლზე დავდგათ, თან ვურიოთ სანამ ცომი ქვაბის გვერდებს კარგად არ მოშორდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ოდნავ გავაგრილოთ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. მზა ცომი არ უნდა იყოს სქელი და უნდა იწელებოდეს.

გამოსაცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი და წყალში დასველებული კოვზით ან საკონდიტრო ტომრის მეშვეობით დავსვათ ეკლერები. მოვათავსოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.

კრემი - ამასობაში ქვაბში გავაცხელოთ რძე, ისე რომ არ აადუღდეს. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი.

გაცხელებულ რძეში, რომელიც ჯერ კიდევ ცეცხლზე დგას, მაგრამ არ ადუღებულა, ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხისა და ფქვილის მასა და თან ურიეთ. როცა მასა ერთგვაროვანი და სქელი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ასევე პერიოდულად ურიეთ.

მინანქარი - პატარა ქვაბში მოვათავსოთ შაქარი, კაკაო, კარაქი და რძე. დავდგათ ცეცხლზე, ვურიოთ განუწყვეტლივ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(ვადუღოთ დაახლოვებით 5-7 წთ) შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და მოვასხათ მაშინვე სანამ შეგრილდება.

როცა ეკლერები გაცივდება, ამოვავსოთ კრემით ჩვენთვის მოსახერხებელი მეთოდით. შეგიძლიათ გაჭრათ შუაზე ეკლერები და ისე ჩადოთ კრემი ან გააკეთოთ პატარა ნაპრალი და საკონდიტრო შპრიცის მეშვეობით ჩაუშვათ გულში კრემი. კრემიან ეკლერებს მოასხით ზემოდან მინანქარი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები